05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
"უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა ყველა მიმართულებით"- საია დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საუბრობს

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის, რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მე-8 დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს. მიზეზი მაღალი რისკის მქონე პატიმრებისთვის განკუთვნილი საპატიმროა.

არასამთავრობოები გაუთქმელობის შეთანხმების გაუქმებასაც მოითხოვენ, რათა დაცვის მხარეს მიეცეს შესაძლებლობა დაუპირისპირდეს პროკურატურის ბრალდებას.

უდანაშაულობის პრეზუმციის უხეშ დარღვევაზე საუბრობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. უფლებადამცველებს მაგალითად საქართველოს  პრემიერ-მინისტრის მიერ დანაშაულის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება მოჰყავთ.

„უდანაშაულობის პრეზუმცია დაირღვა ყველა მიმართულებით და ყველა განცხადებით, იმიტომ, რომ განცხადებები კეთდებოდა იმგვარად, რომ დანაშაული გაიხსნა. მაგალითად პრემიერ-მინისტრის განცხადება, როდესაც მან აღნიშნა, რომ დანაშაული გახსნილია. აქ საკითხი არის იმგვარად, რომ შესაძლებელია მართლაც დამტკიცდეს დანაშაული, მაგრამ სანამ დამტკიცდება, საზოგადოებაზე აზრის თავს მოხვევა არ უნდა მოხდეს,“-განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

დღის ამბები