05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გაყიდვას აპროტესტებს

დავით-თახან მოურავის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოეთის მოქალაქეებზე არ უნდა გაიყიდოს. ამ საკითხზე პატრიოტთა ალიანსის ბრიფინგი პარლამენტში გაიმართა. პოლიტიკური პარტია მთავრობას მიმართავს, რომ ამ კუთხით კანონში ცვლილებები შეიტანონ.

დავით თარხან-მოურავი აღნიშნავს, რომ წამყვან ქვეყნებში ხელისუფლება ფერმერებზე მუდმივად ზრუნავს.

„ამ ქვეყნებში სახლემწიფო გაუთავებლად, უწყვეტად ეხმარება ფერმერს, გლეხს და ერთადერთ ამოცანას უსვამს, რომ სოფლის მეურნეობამ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს,“ - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღის ამბები