05 ნოემბერი 2024,   23:03
ვრცლად
კახა კახიშვილის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში მამა გიორგი მამალაძის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში დეკანოზ გიორგი მამალაძის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება. მამა გიორგი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობისთვის დააკავეს.

კახა კახიშვილი აღნიშნავს, რომ საშუალება არ აქვს პენიტანციურ სისტემაში მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე  კონკრეტულად ისაუბროს.

„არიან ადამიანები, რომელთა მიმართ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს ვიყენებთ. მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა, რომ ბრალდებული უსაფრთხოდ იყოს განთავსებული პენიტენციურ დაწესებულებებში,“ - განაცხადა კახა კახიშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები