05 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს პროკურატურას, გამჭვირვალედ წარმართოს ე.წ. ციანიდის საქმე

მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე განცხადება გაკეთდა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პროკურატურას მოუწოდებს, რომ რაც შეიძლება ბევრი დეტალი გახმაურდეს ამ საქმესთან დაკავშირებით.

„ეს არის ძალიან ფაქიზი სფერო, ძალიან მგრძნობიარეა ჩვენი საზოგადოება ამ საკითხებისადმი, რომლის თაობაზეც ჩვენ ამ დღეებში ვისმენთ ინფორმაციას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ დიდი პასუხისმგებლობა ჩავდოთ ჩვენს თითოეულ სიტყვაში, ფრაზაში, კომენტარში, რომელსაც ამ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვით. ამავე დროს, სწორედ ამ მომეტებული ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ პროკურატურასაც, რომ იმისათვის, რომ დაცული ვიყოთ მანიპულირებისგან, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს ეს პროცესი. მაქსიმალურად გასცეს ინფორმაცია, რომლის გაცემაც შესაძლებელია, რომ ადგილი არ ქონდეს ინსინუაციებს და იტერპრეტაციებს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ავტორი: დავით ქაშიაშვილი. 

დღის ამბები