05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
მიწისძვრა მოხდა სოფელ სარკინეთში - ბიძგები 19:35 საათზე დაფიქსირდა

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, 2.9 მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგები დაფიქსირდა.

რუსთავი 2-ს ინფორმაცია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

მიწისძვრა 19:35 საათზე მოხდა და ეპიცენტრის ზონაში მყოფი ადამიანებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენდა.

დღის ამბები