05 ნოემბერი 2024,   23:04
ვრცლად
მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებები - ბრალდებებს სასულიერო პირებმა უპასუხეს

ქორეპისკოპოსი თეოდორე მისი და კიდევ რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებზე კომენტარს არ აკეთებს. ქორეპისკოპოსი თეოდორე, რომელსაც ჭყონდიდელის ეპარქიის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ გადაცემა არჩევანში ბრალი ფინანსურ მაქინაციებში დასდო, პატრიარქთან ერთად ბერლინში იმყოფება.

ასევე ბერლინში იმყოფება ბრალდებების მთავარი ადრესატი და საპატრიარქოს მდივანი შორენა თეთრუაშვილი. სწორედ თეთრუაშვილის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს მეუფე პეტრე მაღალი იერარქიის რამდენიმე სასულიერო პირს და მათ თეთრუაშვილი „ოქროს თევზებს“ უწოდებს.

მეუფე პეტრე ცაავას მიერ დადანაშაულებულთა სიაში შედის პროტოპრესვიტერი გიორგი. ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ასევე ქორეპისკოპოს იაკობის საქმიანობაზეც საუბრობს.

ბრალდებების მთავარ ადრესატს, შორენა თეთრუაშვილს დღეს მეუფე პეტრესთვის პასუხი არ გაუცია. საპატრიარქოს მდივნის ზეგავლენაზე მეუფე იკობმა ისაუბრა, რომელისც დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში ფიგურირებს. წერილში იოაკიმე და ანას სახელობის საავადმყოფოში არაკეთილსინდისიერი გარიგებით დაგროვილ 5 მილიონიან დავალიანებაზეა საუბარი.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელზეც მიტროპოლიტი პეტრე საუბრობს, სულხან მოლაშვილის სახლს უკავშირდება. ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტის განცხადებით სახლი წავკისში, რომელიც მოლაშვილის ოჯახს მისი დაპატიმრების შემდეგ ჩამოერთვა, საპატრიარქოს გადაეცა. თუმცა შენობას, რომელსაც საპატრიარქოს სახლი ეწერა, მეუფე პეტრეს ინფორმაციით, სულ სხვა მიზნებისთვის იყენებდნენ.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მსგავსი ფაქტები კიდევ ბევრი არსებობს და მათი გამოაშკარავების მცდელობა სინოდის სხდომაზე მასაც და ამჟამად, მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ მამა გიორგი მამალაძესაც არა ერთხელ ჰქონიათ.

ავტორი: ეკა გაგუა.

ამავე თემაზე
დღის ამბები