აჭარაში საქართველოს პრეზიდენტმა კამპანია მოითხოვე ქართული განაახლა. ქვეყნის პირველმა პირმა ხელვაჩაურში ორი საწარმო მოინახულა. გიორგი მარგველაშვილმა ავეჯის დამზადების პროცესში თავად მიიღო მონაწილეობა.
ორივე საწარმოში საერთო ჯამში 400-მდე ადამიანია დასაქმებული. კამპანია მოითხოვე ქართული პრეზიდენტმა ერთი თვის წინ დაიწყო და ის მთელს საქართველოს მოიცავს.
„ჩვენ ვაგრძელებთ კამპანიას მოითხოვე ქართული. კამპანიას, რომელიც აძლიერებს ეროვნულ პროდუქციაზე მოთხოვნას და უნდა გვახსოვდეს, რომ ქართული პროდუქციის მოთხოვნით, ქართული პროდუქციის შეძენით, ვაძლიერებთ ჩვენ ეკონომიკას, ხელს ვუწყობთ ლარის დასტაბილურებას და ვეხმარებით იმ ადამიანებს, ვინც ამ საწარმოებში მუშაობს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.