ეკლესია ყველაფრისგან თავისუფალია, ეკლესია თვითონ თავისუფლებაა - ეს განცხადება მამა შალვა კეკელიძემ საპატრიარქოს ირგვლივ, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, გადაცემა არჩევანში გააკეთა.
„საპატრიარქო არის სახელმწიფოს ნაწილი და ჩვეულებრივად, სახელმწიფო რაღაც დონეზე ერევა ჩვენს საქმეებში, ასევე ეკლესიაც სახელმწიფო საქმეებში ერევა,“ - განაცხადა მამა შალვამ.
მამა შალვა ამბობს, რომ ვერანაირ საშიშროებას ვერ ხედვას იმაში, რომ შეამოწმონ ნებისმიერი ეპისკოპოსის ქონება.
მისივე თქმით, გუშინ, გადაცემა არჩევანში, მეუფე პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებები მისთვის შოკისმომგვრელი იყო.
„მეუფე პეტრეს თქმით, გამოდიოდა ისე, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თურმე არ აქვს ხედვა, ის ვერ ხედავს საქართველოში პრობლემებს. მე ვფიქრობ, რომ მან ეს პატრიარქის წინააღმდეგ გააკეთა... მეუფე პეტრე ადანაშაულებს ეპისკოპოსებს, ყველას გვადანაშაულებს, მეც პირადად მადანაშაულებს, რომ თურმე ჩვენ ვართ ადამიანის ზემოქმედების ქვეშ. ანუ ქრისტეს წინააღმდეგ მივდივართ პრინციპში,“ - აღნიშნა მამა შალვამ.
მამა შალვა ამბობს, რომ მან არ იცის, თუ რა შეიძლება ამოძრავებდეს მეუფე პეტრეს, როდესაც ის ამგვარ განცხადებს აკეთებს.
"მეუფე პეტრეს გუშინდელი გამოსვლა პირიქით ეძღვნებოდა ეკლესიის დისკრედიტაციას“ - აცხადებს მამა შალვა კეკელიძე.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი, მისი განცხადების შემდეგ, ცუდად განეწყობოდა ეკლესიის მიმართ.