05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ შორენას არ აქვს გავლენა - მამა ანდრია

მამა ანდრია, რომელიც გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ზარით, საკუთარი სურვილით ჩაერთო, მიიჩნევს, რომ მამა შალვამ პირდაპირ ეთერში მეუფე პეტრეს ცილი დასწამა. მამა შალვამ მეუფე პეტრე ეკლესიის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.

„თითქოს დაკვეთილ საკითხებზე პასუხებს ვღებულობთ იმის ნაცვლად, რომ სიმართლე ვთქვათ,“ - აცხადებს მამა ანდრია.

მან აღნიშნა, რომ მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს ძალიან ბევრი მაღალი იერარქიის სასულიერო პირი ემორჩილება. ის აღნიშნავს, რომ სასულიერო აკადემიაში სტუდენტებს უამრავი პრობლემა ჰქონდათ და არცერთი სასულიერო პირისგან დახმარება არ მიუღიათ. ბოლოს კი მათ შორენა თეთრუაშვილთან მოუწიათ შეხვედრა, სადაც მდივან-რეფერანტმა საკუთარი ძალაუფლების შესახებ აცნობა.

„მე შორენა თეთრუაშვილის სიტყვებს ვიმეორებ - ჩემს დავალებებს ზედმიწევნით ასრულებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,“ - აცხადებს მამა ანდრია.

მან ასევე აღნიშნა, რომ მამა შალვა მამა გიორგი ზვიადაძის სულიერი შვილია და მის სურვილებს ზედმიწევნით ასრულებს.

„შესაძლოა ეკლესიის სახელით საუბრობს, მაგრამ სინამდვილეში მამა გიორგის სახელით  საუბრობს... სასულიერო პირზე არ მომერიდება ხელქვეითი ვთქვა, როდესაც თვით ეპისკოპოსზე ასეთ სიცრუეს და ცილისწამებას ამბობს,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.

მისი თქმით, პრობლემები, რომლებიც სტუდენტებს ჰქონდათ, გახმაურებულა. მამა ანდრია აღნიშნავს, რომ ამ პროტესტის ჩახშობა შორენა თეთრუაშვილის დამსახურებაა.

„ვერავინ ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ შორენას არ აქვს გავლენა,“ - განაცხადა მამა ანდრიამ.

მამა შალვა კეკელიამ კი მამა ანდრიას საპასუხოდ არჩევანის ეთერში აღნიშნა, რომ მეუფე პეტრეს ცილს არ სწამებს, არამედ უბრალოდ მის სიტყვებს არ ეთანხმება.

მამა შალვამ ასევე დაამატა, რომ მამა ანდრიასთან პოლემიკაში შესვლას არ აპირებს. მან დაადასტურა, რომ მამა გიორგი ზვიადაძის სულიერი შვილია და მის სიკეთესა და ღვაწლზე ისაუბრა.

ამავე თემაზე
დღის ამბები