05 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
კითხვა ჩნდება, ხომ არ დადგა ჯერი ოლიგარქმა მოიპოვოს ტოტალური კონტროლი საქართველოს საპატრიარქოზე - ნინო კალანდაძე

ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი ნინო კალანდაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება და პროკურატურა, ე.წ. ციანიდის თემის გამჟღავნებას და მასზე საუბარს არ აპირებდა. განცხადება ამის შესახებ კალანდაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა. 

„აშკარაა, რომ ეს არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი და აშკარაა, რომ ბევრ ტყუილთან გვაქვს საქმე. პირველი, ის რომ საქართველოს ხელისუფლება და პროკურატურა, საერთოდ არ აპირებდა ამ თემის გამომჟღავნებას და ამ თემაზე საუბარს, რომ არ ყოფილიყო შემთხვევით რუსთავი 2-ის სიუჟეტი,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

კალანდაძის თქმით, ეჭვებს აღრმავებს ის ფაქტი, რომ დაცვის მხარეს არ აქვს საუბრის უფლება და საქმეს გრიფი არ ადევს, მაგრამ ბრალდებულს ხელი გაუთქმელობაზე აქვს მოწერილი.

კალანდაძე, საქმესთან დაკავშირებით, დამატებითი კითხვების გაჩენაზე საუბრობს. კონკრეტულად კი ვის ინტერესში შედის საქართველოს საპატრიარქოზე იერიშის მიტანა.

„ლოგიკური კითხვა ჩნდება, ხომ არ დადგა ჯერი ოლიგარქმა მოიპოვოს ასევე ტოტალური კონტროლი, იმ გავლენიან, მათ შორის ელექტორალურად და ფინანსურად ძალიან ძლიერ ინსტიტუტზე, როგორიც არის საქართველოს საპატრიარქო. მე ვხედავ ძალიან მკვეთრად გამოხატულ მცდელობას, რომ დემოკრატიული მმართველობა ჩანაცვლდეს ოლიგარქიული მმართველობით და ეს გავრცელდეს ასევე საქართველოს საპატრიარქოზე,“ - განაცხადა კალანდაძემ.

დღის ამბები