ბერლინის კლინიკაში მყოფ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღეს გიორგი კვირიკაშვილი მოინახულებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრს საავადმყოფოში ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათისთვის ელოდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მასთან ერთად იქნებიან მიხეილ ჯანელიძე და თედო ჯაფარიძე.
გიორგი კვირიკაშვილი გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად ჩადის, თუმცა საგანგებოდ ილია მეორის სანახავად თავდაპირველად ბერლინში ჩაფრინდება.
მკურნალი ექიმების ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს და მას ორშაბათს კლინიკიდან გაწერენ. რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს, რომელიც მეუფე პეტრემ სასულიერო პირების ნაწილზე გავლენის მოხდენაში დაადანაშაულა, მან არცერთ ბრალდებებზე არ გააკეთა კომენტარი.
„ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს გარეშე პირთა კონტაქტი, მაგრამ ალბათ პრემიერ-მინისტრისთვის განსაკუთრებული პირობები იქნება და ეპიდრეჟიმის დაცვით მოხერხდება მისი აუდიენცია უწმინდესთან,“-განაცხადა ცისანა შარტავამ.