ხმაური იყო წუხელ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბიბლუსი გალერეაში, სადაც აუდიტორია 115-ის წევრები მაღაზიიდან 2 თანამშრომლის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მაღაზიის ხელმძღვანელობამ ადგილზე საპატრულო ეკიპაჟიც გამოიძახა.
აუდიტორია 115-ის წარმომადგენლების თქმით, თანამშრომლების გათავისუფლება უკანონოდ მოხდა.
ერთ-ერთი გათავისუფლებული სამსახურიდან დათხოვნას სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვას უკავშირებს, სადაც საზოგადოებას სოლიდარობისკენ მოუწოდებდა და სამსახურში შექმნილ მძიმე ვითარებას ამხელდა.
გათავისუფლებულები სასამართლოში ჩივილს აპირებენ. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ გათავისუფლება კანონის ფარგლებში მოხდა.