03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
"უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან," - კათოლიკოს-პატრიარქი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აცხადებს, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება რუსეთთან და იპოვოს გზები ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ამის შესახებ პატრიარქმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში ”მშვიდობით იარაღო” ილაპარაკა.

"რუსეთი დიდი ქვეყანაა და დიდი ქვეყანა მუდამ ცდილობს კიდევ უფრო მოემატოს ტერიტორიები. ზოგიერთი ქვეყანა დაავადებულია ასეთი სენით - ტერიტორიის სენით; უნდა, რომ მიიმატოს ტერიტორია მიუხედავად იმისა, რომ იმ არსებულსაც ვერ უვლის. ევროპის დემოკრატიული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები 20 წელია ეუბნებიან, რომ ისინი მხარს გვიჭერენ მაგრამ რუსეთი მაინც თავისას აკეთებს. ევროპასთან და ამერიკასთან არსებულ ურთიერთობასთან ერთად, ჩვენ უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება რუსეთთან," - ამბობს პატრიარქი.

ამავე თემაზე
დღის ამბები