შიმშილობის მეათე დღე - პროტესტის უკიდურეს ფორმას მთავრობის კანცელარიაში ლალი ბასარია განაგრძობს.
აფხაზეთში დატყვევებული ქართველი მებრძოლის მეუღლე გიორგი ლუკავასთან საუბრის უფლებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის შეწყვეტაზე უარს აცხადებს.
მოშიმშილე ქალბატონი ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ გარკვეული პერიოდი ის დენისა და გათბობის გარეშეც დატოვეს, თუმცა აქციის შეწყვეტას მაინც არ აპირებს.
„ვერ ვსუნთქავ უკვე მეწებება ფილტვები, რადგან წყალი არ მიმიღია. არ რცხვენია ხელისუფლებას? ნუთუ არ დააინტერესა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის იღბალი. მოსულიყვნენ და თანადგომა მაინც გამოეცხადებინათ,“-აცხადებს ლალი ბასარია.