სადაზღვევო კომპანიები მთავრობის დადგენილების გაუქმებას ითხოვენ. საქმე ეხება საკითხს, რომლის მიხედვითაც გაიმიჯნა კერძო და სადაზღვევო დაზღვევის მომსახურება.
კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიდგომა სოციალურ პრობლემებს გამოიწვევს, რადგან პაციენტებს ძვირი სამედიცინო სერვისების მომსახურების გადახდა საკუთარი სახსრებით მოუწევთ.
სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ბაზრიდან გაქრება ე.წ. დაშენებული პროდუქტი, რომელიც გულისხმობს როგორც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით, ასევე სადაზღვეო კომპანიების მიერ შეთავაზებული პაკეტით სარგებლობას.
„ათი ათასობით ადამიანი, რომელსაც აქვს დაშენებული პროდუქტი, დაკარგავს საყოველთაო მომსახურებას და დარჩება მნიშვნელოვანი რისკებით მარტო. მაგალითად აღარ ექნება ჰოსპიტალური დაფარვა, ან ექნება ძალიან მცირე ჰოსპიტალური დაფარვა. აღარ ექნება ან ექნება მხოლოდ მცირე ონკოლოგიური დაფარვა და ა.შ.
"სადაზღვეო კომპანიებს მოუწევთ ხელშეკრულებების გადახედვა და ახალი პირობების შეთავაზება მომხმარებლისთვის,“-განაცხადა საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილმა.