საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ წუთებში ბერლინში Helios berlin bux-ის კლინიკაში იმყოფება. კვირიკაშვილი საქართველოს პატრიარქს მოინახულებს.
გიორგი კვირიკაშვილს კლინიკის შესასვლელში ილია მეორის მკურნალი ექიმები და საპატრიარქოს წარმომადგენლები დახვდნენ. კვირიკაშვილთან ერთად იმყოფება გერმანიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლადო ჭანტურია.
განცხადებას პრემიერ-მინისტრი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს.