03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
მამა ილია კარტოზიას საქართველოში ამ კვირაში გადმოასვენებენ

მამა ილია კარტოზიას გადმოსვენებასთან დაკავშირებული პროცედურები თითქმის დასრულებულია. იტალიაში საქართველოს ელჩის განცხადებით, ცხედარის გადმოსვენება მიმდინარე კვირაში იქნება შესაძლებელი.

მოლაპარაკებებში ჩართულია ადგილობრივი საპატრიარქო და სახელმწიფო უწყებები.

მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში იმ ბორანზე იმყოფებოდა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იყო, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე.

მამა ილიას გარდა, საქართველოს ყველა მოქალაქე უვნებელი გადარჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები