მიუხედავად დღეს გავრცელებული ინფორმაციისა, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და სხვა მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტი უარყო, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ არავითარ გაუგებრობას ადგილი არ აქვს და სამართალდამცველებმა ქვეყანას ტრაგედია ააცილეს.
„ქვეყანას ავაცილეთ თავიდან ტრაგედია. გამოძიება მიმდინარეობს არა ერთი მიმართულებით და რამდენიმე უტყუარი ფაქტი, რომელზეც ბატონმა შოთაძემ უკვე ისაუბრა, არის სახეზე. უტყუარია ის ფაქტი, რომ პრევენციული, სამართლებრივი ღონისძიების შედეგად, ციანიდი ვერ ჩავიდა ბერლინში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.