05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის მიმართ არანაირი ბოროტი გაზრახვა არ ჰქონდა - მეუფე ანდრია გვაზავა

გორისა და ატენის ეპისკოპოსი მამა ანდრია გვაზავა დღეს მამა გიორგი მამალაძესთან საპატიმროში იმყოფებოდა. მისი თქმით, დეკანოზს პატრიარქის მიმართ ბოროტი განზრახვა არ ჰქონია.

“ბრალდებასთან დაკავშირებითაც იყო საუბარი და მინდა ვთქვა, რომ მე პირადად ღრმად მწამს, რომ კათოლიკოს პატრიარქის მიმართ მას არანაირი ბოროტი გაზრახვა არ ჰქონდა. ნებისმიერი სასულიერო პირისგან მსგავსი ქმედება არის ძალზედ მძიმე დასაჯერებელი და მწამს, რომ გამოძიება სრული კეთილსინდისიერებით გამოიკვლევს ამ საქმეს“ - განაცხადა მეუფე ანდრია გვაზავამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები