10 დღიანი პროტესტის შემდეგ, ციხეში მყოფ გიორგი ლუკავას მეუღლემ შიმშილობა შეწყვიტა. ლალი ბასარიას განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ 24 თებერვალს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრაზე მისი მეუღლის საკითხი არ გადაწყდება, ის გააგრძელებს პროტესტის უკიდურეს ფორმას.
დღეს ლუკავას მეუღლეს ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები შეხვდნენ.