03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა ”ნიუკასლ იუნაიტედს” უხელმძღვანელოს

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა საფეხბურთო გუნდ „ნიუკასლ იუნაიტედს” უხელმძღვანელოს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს. Chroniclelive- ის ცნობით, ალან პარდიუსს თემურ ქეცბაია შეცვლის.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც "სენტ ჯეიმს პარკზე" 1996-2000 წლები თამაშობდა, ამბობს, რომ მოხარული იქნება, უკან დაბრუნდეს და ალან პარდიუს შემდეგ "ნიუკასლ იუნაიტედში” იმუშაოს.

პარასკევს პარდიუმ "ნიუკასლი" დატოვა და ახალ კლუბში ლონდონის "კრისტალ პალასზე" გააფორმა ხელშეკრულება.

ქეცბაიამ ნიუკასლის შემადგენლობაში პრემიერლიგის 78 თამაშში 8 გოლი გაიტანა.

ქეცბაიას გარდა, ნიუკასლის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კიდევ ოთხი კანდიდატურა განიხილება

დღის ამბები