01 ოქტომბერი 2024,   05:50
ვრცლად
პატრიარქის პირველი კომენტარი მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე [ვიდეო]

პატრიარქი პირველ კომენტარს აკეთებს მამა გიორგი მამალაძის დაკავებაზე. ზუგდიდის და ცაიშის ეპარქიის Facebook-ის გვერდზე  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ის დაკავებულ მამა გიორგიზე პირველ კომენტარს აკეთებს.

უწმინდესის განცხადებით, ის დეკანოზ გიორგი მამალაძეს კარგა ხანია იცნობს და მომხდარს "უცნაურს" უწოდებს.

"ვიცნობ მამა გიორგის კარგა ხანია და კარგის მეტი არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან," - აცხადებს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე.  

პატრიარქი მის ოპერაციაზეც საუბრობს და ამბობს, „სამწუხაროდ, მე მომიხდა გერმანიაში ჩამოსვლა და გამიკეთეს ნაღვლის ოპერაცია. ოპერაცია კარგად დამთავრდა, კარგი შედეგებია და ექიმები იტყვიან ამის შესახებ". 

ვიდეო იხილეთ ბმულზე.

დღის ამბები