05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
ხელისუფლების ორგანოები შეცდომაში იყვნენ შეყვანილი - დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი

პროკურატურის განცხადებებს, ე.წ. ციანიდის საქმეზე, ხელისუფლების შეცდომაში შეყვანად აფასებს ბრალდებული დეკანოზის ადვოკატი. გიორგი ფანცულაიას განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს შექმნილი ვითარება გამოასწოროს.

დაცვის მხარის განმარტებით, საგამოძიებო უწყების მეირ წარმოჩენილი ფაქტები არ იყო რეალური, თუმცა მიზეზებზე გაუთქმელობის ვალდებულებიდან გამომდინარე, ვერ საუბრობს.  

„ხელისუფლების ორგანოები იყვნენ შეყვანილი შეცდომაში და შესაბამისად ეს უკვე თანდათანობით აისახება კიდეც, რომ ისინი ცდილობენ თანდათან უკან წაღებას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ისინი მართლა შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, ხოლო ვის მიერ იყვნენ შეყვანილი რამდენიმე ვერსია არის, მაგრამ ყველაზე ლოგიკურია, რა თქმა უნდა საქართველოს პროკურატურის მიერ. მათ მიერ წარმოჩენილი ე.წ. ფაქტები აღმოჩნდა, რომ არ იყო რეალური, ვინაიდან საქმიდან არ გამომდინარეობდა,“ - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

დღის ამბები