05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ახალი მენეჯმენტიც ესწრება. შეხვედრაზე ბორდის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზე უნდა იმსჯელონ. სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი, გაიზიარებს თუ არა არხის გენერალური დირექტორი მაუწყებლის პროდუქტების შეფასების ახალ სისტემას. 

“იცით, რომ ჩვენ გუშინ წარვუდგინეთ კრიტერიუმები და გენერალურმა დირექტორმა ითხოვა ერთი დღე, რომ მას წარმოედგინა უფრო ვრცლად მათი პოზიცია ამ კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ, იმედს ვიტოვებთ, რომ გენერალური დირექტორი საბჭოსთან ერთად გაიზიარებს ჩვენ კრიტერიუმებს“ - განაცხადა ბორდის წევრმა ირინა ფუტკარაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის სულხან სალაძის თქმით, მაუწყებელმა შეთავაზებული კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს.

“ვფიქრობ, რომ გუშინდელი შეხვედრიდან გამომდინარე ისინი პრინციპული წინააღმდეგი არ იქნებიან სავარაუდოდ, შეთავაზებული ჩარჩო კრიტერიუმების, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ამავე დროს, რომ მათ დღის წესრიგში აქტიურად დააყენონ საკითხი თუ როდიდან უნდა ამოქმედდეს ეს კრიტერიუმები. ჩემი პოზიცია არის ის, რომ დღესაც ამ კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა,“ - განაცხადა სალაძემ.

ავტორი: შოთა კიკნაძე.

დღის ამბები