ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე, დეკანოზ მამა გიორგი მამალაძეს ხვდება. მეუფე პეტრე დაკავებული დეკანოზის მოსანახულებლად ე.წ. მატროსოვის ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდა.
როგორც მეუფემ საპატიმროში შესვლამდე განაცხადა, მამა გიორგი მამალაძეს ეკლესიის წინაშე ბევრი დამსახურება აქვს.
მეუფე პეტრე საქართველოს პატრიარქის განცხადებასაც გამოეხმაურა.
"ეპარქიიდან ჩამოვედი, რომ მოვინახულო მამა გიორგი. პატრიარქი კარგად იცნობს მამა გიორგის და მას ნამდვილად ბევრი სიკეთე და დამსახურება გააჩნია დედა ეკლესიის წინაშე. მე ვფიქრობ, შეიძლება განვიხილოთ ორი შემთხვევა სულიერი შეფასებით. ერთი აუცილებლად აღმოჩნდება ჯვარცმული ავაზაკი მამაო, რომელიც ცხონდა და პირველი შევიდა სასუფეველში ან ეს დაშვებული განსაცდელი და მასზე ცილისწამება მას სულის საცხონებლად ეყოფა," - განაცხადა მეუფე პეტრემ.