05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
"ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი" დეკანოზის საქმეზე, გაუთქმელობის შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, გაუთქმელობის შეთანხმების გაუქმებას მოითხოვს.

როგორც ორგანიზაციის იურისტი ეკა ლომიძე აცხადებს, დღეს არსებულ ვითარებაში დაცვის მხარეს ბრალდებებზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ აქვს.

მამალაძე ამბობს, რომ აუცილებელია საზოგადოებას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ორივე მხარისგან ჰქონდეს. 

„მოიხსნას ის გაუთქმელობის ხელწერილი და გაუთქმელობის პირობა, რომელიც ხელმოწერილი აქვს დაცვის მხარეს. შესაბამისად, მისცეს საშუალება დაცვის მხარეს გაავრცელონ და არგუმენტირებული პასუხები გასცენ აბსოლუტურად ყველა ბრალდებას, რაც ისმის, როგორც საზოგადოების, ასევე პროკურატურის მხრიდან. ამიტომ, ჩვენი მიმართვა ემსახურება სწორედ ამას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ორმხრივი ინფორმაცია და შეძლოს შეაფასოს სწორად ის არგუმენტები, რასაც ბრალდების მხარე ამბობს,“ - განაცხადა  ეკა ლომიძემ.  

 

დღის ამბები