05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
დეკანოზის მხარდასაჭერად ე.წ. მატროსოვის ციხესთან მამალაძის გვარის წარმომადგენლები შეიკრიბნენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერად, სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებასთან მამალაძის გვარის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

ისინი დეკანოზის უდანაშაულობაში დარწმუნებული არიან და აცხადებენ, რომ საქმე გაუგებრობასთან გვაქვს.

მამა გიორგი მამალაძის მხარდამჭერები საზოგადოებას, გამოძიების დასრულებამდე, შეფასებების გაკეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.  

„იწერება სოციალურ ქსელში სხვადასხვა ცუდი ინფორმაციები მამა გიორგის შესახებ. ვთხოვთ ყველას, რომ შევჩერდეთ სანამ გამოძიება არ დასრულებულა. სანამ არ იტყვიან იმას, რასაც რეალურად ჰქონდა ადგილი, ნუ ვარღვევთ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციას. ღმერთის წყალობით იქნება კარგად. ჩვენ გვაქვს ამის ძალიან დიდი იმედი, რომ აქ არაფერი ბრალეულობა არ გამოიკვეთება და უბრალოდ რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე,“- განაცხადა ნინო მამალაძემ.

დღის ამბები