რუსთავი2-ის მხარადმჭერ აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვოთ ტელეწამყვანმა, ვანო ჯავახიშვილმა, მიმართა.
ტელეწამყვანმა მადლობა გადაუხადა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას და იმ ადამიანებს, ვინც რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციას ტელე-ეკრანებთან ადევნებს თვალს.
„აუცილებელია, რომ გავაპროტესტოთ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ჩვენს ქვეყანაში. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ეს საქმე და რუსთავი2-ის გამარჯვება ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ - განაცხადა ვანო ჯავახიშვილმა.