05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას - ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს და პოლიტიკოსებს მიმართა. რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის თქმით, რუსთავი2 სამართლიანობას ითხოვს.

„გაჰყევით მარო მაყაშვილს, ის ქრისტეს გზაზე დადიოდა. ჩვენ ვითხოვთ მარტივ რამეს, ჩვენ გვჭირდება სამართლიანობა, ის, რაც კანონით გვეკუთვნის და რაც სამართლიანია.... ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ნუ გაჰყვებით ურთმელიძეს, ნაზღაიძეს, გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას, “ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა.

„რუსთავი2-ელები არ გაიყიდნენ და არ გაიყიდებიან, არ ვიყიდებით და არ ვიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან,“ - აღნიშნა ნიკა გვარამიამ. 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ბიძინა ივანიშვილზეც ისაუბრა. 

"ამ კაცს არ ვუყვარვართ, ეს კაცი არ არის ჩვენი, ეს კაცი არ ზრუნავს ჩვენზე, ამ კაცს სძულს არა მარტო რუსთავი 2, არამედ ყველა ის სიკეთე, რასაც რუსთავი 2 გამოხატავს - დასავლეთი, კრიტიკა, რაციონალიზმი, მაგრამ ჩვენ არ ვმაუწყებლობთ ამ კაცისთვის, ჩვენ დავიღალეთ ამ კაცისგან. ჩვენ არ ვაპირებთ, მისი ბედი გადავწყვიტოთ, მისი ბედი არის თქვენს ხელში.... ამ კაცის ადგილი არ არის ჩვენს გულებში, ამ კაცის ადგილი არ არის რუსთავი 2-ში, ჩვენ მას არ შემოვუშვებთ,“- განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები