05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
ივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გავლენა შეინარჩუნოს - ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, აცხადებს, რომ დღეს რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე ამდენ ადამიანს არ ელოდა. მისი აზრით, ეს არის ნათელი სიგნალი, რომ საზოგადოებას არ სურს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი დაიქვემდებაროს.

„ამასაც მოვესწარით, რომ პოლიტიკოსები არ გამოდიან სცენაზე, არ გამოდიან სიტყვით და აქციას მართავს ჟურნალისტთა კორპუსი და საზოგადოების სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები,“  - განაცხადა ნიკა მელიამ.

ის ამბობს, რომ რუსთავი2 დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლების, თავისუფალი მედიისა და საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნების გარანტიაა.

„ნუთუ ვინმეს ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს ამოცანა, რომ ქვეყანაში  დემოკრატიული პრინციპები გაამყაროს და  არჩევითობა დანერგოს და ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლებოდეს? არავითარ შემთხვევაში, ივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გავლენა შეინარჩუნოს მთელ პოლიტიკურ სპეტრზე და ყველა საზოგადოებრივ ჯგუფზეც,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი აზრით, დღეს ივანიშვილმა დაინახა, რომ თავის სურვილს მიაღწევს და „ყველაფერი არ იყიდება“.

დღის ამბები