მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წარმომადგენელი, დავით ბაქრაძე, აცხადებს, რომ, თუ საქართველოში არ იქნება თავისუფალი და კრიტიკული მედია, ქვეყანა ვერასდროს იქნება ნორმალური სახელმწფო.
„მე დღეს აქ არ მოვსულვარ რუსთავი2-ისთვის, მე დღეს აქ მოვედი ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იმიტომ, რომ დღეს რუსთავი2-ზე გადის ბრძოლის ხაზი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. თუ საქართველოში არ იქნება თავისუფალი სიტყვა, თუ საქართველოში არ იქნება კრიტიკული მედია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ ვიქნებით ნორმალური სახელმწიფო, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შვილები ვერ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თვითონაც ვერ ვიქნებით შინაგანად თავისუფალი.
"რუსთავი2-ის მხარდაჭერით, მე მხარს ვუჭერდი ჩემ საკუთარ თავისუფლებას, უკეთეს საქართველოს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ მიიღო, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ ფასად, თუნდაც საქართველოს დაზიანების ფასად, თუნდაც საერთაშორისო პოზიციების დაზიანების ფასად, ბოლომდე მივიდეს და ჩაიგდოს ხელში რუსთავი2. მაგრამ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება ამას ვერ აკეთებს უკვე წელიწადზე მეტია, გახლავთ თქვენი და ჩვენი ერთად ბრძოლა. დღეს გადამწყვეტი სიტყვა არის ქართულ საზოგადოებაზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.