რუსთავი2-ის მხარდამჭერ აქციაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი იმყოფება.
ეკა გიგაურმა სიტყვის თავისუფლების დაცვაზე ისაუბრა.
„ჩემთვის მთავარი მიზანი იყო თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების დაცვა. დაუშვებელია, იმის გამო, რომ გარკვეული სარედაქციო პოლიტიკა აქვს კონკრეტულ არხს, მის წინაღმდეგ იქნას გამოყენებული ყველა მეთოდი/ ვფიქრობთ, ამას კონკრეტული მიზანი აქვს, გზავნილი გაიგზავნოს სხვა მედიასაშუალებთან მიმართებაში, ისინი არ იყვნენ კრიტიკულები,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.