05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
21-ე საუკუნეში ქართული საზოგადოება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას არ შეეგუება - ბაჩუკი ქარდავა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ დღეს საზოგადოებამ ხელისუფლებას სათანადო წინააღმდეგობა გაუწია. ის მოხარულია, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდა რუსთავი2-ისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

„დღეს ეს ადამიანები იცავდნენ სიტყვის თავისუფლებას, ქართულ სახელმწიფოს, ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

მისი თქმით, რუსთავი2 დღეს სიტყვის თავისუფლების უკანასკნელი პლაცდარმია. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლება მედიის შეზღუდვით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებს შორდება და შედეგად რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩება.

"დღეს დავრწმუნდი, რომ 21-ე საუკუნეს ქართული საზოგადოება სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას  არ შეეგუება," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ. 

დღის ამბები