"დღეს საქართველო გაერთიანდა რუსთავი2-ის გარშემო," - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა, გააკეთა, რომელიც სამაუწყებლო კომპანიის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა.
ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ერთი მხრივ არის ბიძინა ივანიშვილი და მეორე მხრივ საზოგადოება, რომელიც რუსთავი2-ს იცავს.