05 ნოემბერი 2024,   22:59
ვრცლად
ეს არის ერთ-ერთი მთავარი წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადალახოს საქართველომ - ნოდარ ხარშილაძე რუსთავი2-ის საკითხზე

ალექსანდრე რონდელის ფონდის ანალიტიკოსი, ნოდარ ხარშილაძე, ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს ბედი წყდება, იქნება ის ევროპული ოჯახის წევრი, თუ  არა. მისი აზრით, რუთავი2-ის თავისუფლების შენარჩუნება ერთ-ერთი გადამწყვეტია ქვეყნისთვის.

„ეს არის ერთ-ერთი მთავარი წითელი ხაზი, რომელიც არ უნდა გადალახოს საქართველომ,“ - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

მისი აზრით, დღევანდელ აქციაზე შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებისთვისაც ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანია.

რუსთავი2 სიტყვის თავისუფლების სიმბოლოა, რომელიც ასე სჭირდება ქვეყანას,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ის ფიქრობს, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სრული ძალაუფლება აქვს და არ უყურებს, რა ხდება მის ირგვლივ. ნოდარ ხარშილაძის აზრით, ამ მიდგომამ შესაძლოა, საბოლოოდ თავად მთავრობა დააზარალოს.

დღის ამბები