„ის, რაც სცადა ივანიშვილმა, რომ საზოგადოება ამყოფოს ლეტარგიულ ძილში, ვფიქრობ, დღეის მერე ეს არ მოხდება," - ეს განცხადება მწერალმა დავით დეფი გოგიბედაშვილიმა გააკეთა.
მისი თქმით, რუსთავი2 არ არის ყოფილი პრემიერის საკუთრება.
„ის, რაც სცადა ივანიშვილმა, რომ საზოგადოება ამყოფოს ლეტარგიულ ძილში, ვფიქრობ, დღეის მერე ეს არ მოხდება, რადგანაც არ არსებობს ასეთი რამ ბუნებაში, რომ თამამი, ღია, მაღალი პროფესიონალებით სავსე ტელეკომპანია ასე ადგეს და ერთი გატკაცუნებით წაიღოს. ის არ არის მისი პირადი საკუთრება, ის უყურებს საქართველოს, როგორც თავის საკუთრებას, მაგრამ ის თავისუფლების მტერია, ის შიშებით სავსეა, კომპელქსებით სავსეა. დიდი დანაშაულია ისტორიის წინაშე რუსი ოლიგარქისთვის მირთმევა თავისუფალი ქვეყნის, ქვეყნის, რომელმაც გამოიარა ათასი საშინელება,“ - განაცხადა დავით დეფი გოგიბედაშვილიმა.