ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე მოხარულია, რომ რუსთავი2-ის მხარდასაჭერად მრავალი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში თავისი პოზიციისა და თუ პროტესტის მშვიდობიანი გზით დასაფიქსირებლად.
„ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოება ცოცხლობს, არსებობს და ესეთ სტატიკურ ნიჰილიზმს ქართველობაში ადგილი არა აქვს. ყველა ნორმალური საზოგადოებისთვის და განსაკუთრებით მთავრობისთვის ეს არის ძალიან დიდი საჩუქარი,“ - აცხადებს გიორგი თარგამაძე.
მისი აზრით, რადგან საქართველოსნაირ ქვეყანას ბევრი პრობლემა აქვს და საზოგადეობას სჭირდება გაერთიანება საერთო იდეებისა და ღირებულებების ირგვლივ.
„რა უნდა იყოს იმაზე ღირებული, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის თავისუფლება არის და ამისხნას ვინმემ, როგორ მიიღწევა ეს თავისუფლება, თუ ჩვენ არ გვექნება, არ გვეყოლება თავისუფალი, ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი მედია?“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისი აზრით, დღეს კრიტიკული მედიის ფლანგის ლიდერი არის რუსთავი2 და მის შენარჩუნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ის აღნიშნავს, რომ დღეს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი თავი, საკუთარი ოჯახი და თავისი ქვეყანა უდნა დაიცვას.
„აქ არ არის რომელიმე კონკრეტული ადამიანის გვერდში დგომაზე საუბარი, აქ საუბარია საკუთარი თავის გვერდში დგომაზე,“ - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მისი აზრით, თუ რუსთავი2-ს ხელისუფლება გაუმკლავდება, მაშინ სხვა ნებისმიერი ადამიანის უფლებს უფრო ადვილად დაირღვევა.