დღეს რუსთავი2-ის მხარდასაჭერად რუსთაველზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა ტრანსპორტით და ფეხით წამოსულებს თან ოჯახის წევრები ახლდათ.
შეკრებილები გამოხატვის თავისუფლებას ითხოვდნენ. ისინი დღეს, უბრალოდ, ბევრნი იყვნენ.
საპროტესტო აქციაზე ერთ-ერთი პირველი ბუბა კიკაბიძე შემოუერთდა. 2 დღის წინ უკრაინული გასტროლიდან დაბრუნდა და ახლა გეზი ევროპისკენ აქვს.
აქციაზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც რუსთავი2-ის დასაცავად ამ 23 წლის წინაც ქუჩაში იდგნენ.
მხატვრებს, რეჟისორებს, მუსიკოსებს, მსახიობებს თუ მწერლებს, ადამიანებს, ვისი საქმეც თავიდან ბოლომდე წარმოსახვით არის შთაგონებული, დღეს გაუჭირდათ იმის წარმოდგენა, რა იქნება, თუკი ხელისუფლება ბრძოლას რუსთავი2-ისთვის მათ მოუგებს.
რუსთავი2-ის წინააღმდეგ წამოწყებული პროცესის წაგება ავტომატუმარ მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ნიშნავს. ეს კი, თავის მხრივ, უდრის იმას, რასაც მაყურებელი ბოლო 36 საათი უყურებდა - შავ ეკრანს ჩვენს არხზე.
რუსთავი2-ს საქართველოში დღეს ირჩევს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. ბრძოლა არხის წინააღმდეგ მათ წინააღმდეგ ბრძოლის ტოლფასია.
ავტორი: მაია ლომიძე