03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
ქართული ღვინო წლის საუკეთესო სასმელების სიაში

ჟურნალმა "ფორბსმა" ქართული ღვინო წლის საუკეთესო სასმელების სიაში შეიტანა. ამერიკული გამოცემის შეფასებით, ქართული ღვინო იმ 9 სასმელს შორის მოხვდა, რომლის დაგემოვნებაც საზოგადოებამ 2015 წლიდან უნდა დაიწყოს. ავტორი ელის ფერინგი წერს, რომ განსაკუთრებით მოიხიბლა ნარინჯისფერი ღვინით, რომელიც თეთრი ყურძნისგან მზადდება.

ელის ფერინგი რეკომენდაციას უწევს ტურისტებს, ასევე დააგემოვნონ ალავერდის მონასტრის ღვინო - "ხოხბის ცრემლები" და "იაგოს ღვინო".

"თუ არასდროს გაგისინჯავთ, საქართველო ის ადგილია, საიდანაც ეს უნდა დაიწყოთ," - წერს "ფორბსი".

დღის ამბები