05 ნოემბერი 2024,   23:06
ვრცლად
რას წარმოადგენენ შორენა თეთრუაშვილი და მისი ოქროს თევზები - სკანდალური ბრალდებები პატრიარქის მდივან-რეფერენტზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ, პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილზე არჩევანის ეთერში ისაუბრა. მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ, მას საპატრიარქოს რუხი კარდინალი უწოდა, რომელსაც თავისი "ოქროს თევზები" ჰყავს, ანუ გავლენიანი პირები, ვინც მის სურვილებს ასრულებენ.

მისივე თქმით, ერთ-ერთი ოქროს თევზი მეუფე თეოდორე ჭუაძეა, ახალციხისა და ტაოკლარჯეთის მიტროპოლიტი, რომელიც გაზეთმა პრაიმ-ტაიმმა უზარმაზარი ქონების სიმბოლურ ფასად მითვისებაში ამხილა.

მეუფე პეტრეს განცხადებით, შორენა თეთრუაშვილის კიდევ ერთმა ოქროს თევზმა საპატრიარქოს მფლობელობაში გადაიფორმა წინა ხელისუფლების მიერ კონტროლის პალატის ყოფილის თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილისთვის, სკანდალურად ჩამორთმეული სახლი წავკისში. პატრიარქმა კი ამის შესახებ არაფერი იცოდა. სახლი კანონიერ მფლობელებს მხოლოდ მას შემდეგ გადაეცათ, რაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მისი დაბრუნება სულხან მოლაშვილმა პატრიარქს სთხოვა.

მიტროპოლიტმა ასევე ისაუბრა შორენა თეთრუაშვილის კავშირზე 1980 წლის მომხდარ მისი თანაკურსელის, ნაზი ზვიადაურის, ბურუსით მოსილ მკვლელობასთან ნიუპოსტისთვის   მიცემულ ინტერვიუში. პეტრე ცაავას ეჭვებს გარდაცვლილი ნაზი ზვიადაურის ძმაც ადასტურებს. 

შორენა თეთრუაშვილი იშვიათად ჩნდება ფოტო და ტელეკამერებთან. საპატრიარქოს კულუარებში ყვებიან, რომ ის მობილური ტელეფონითაც კი არ სარგებლობს, დაბადების დღეებზე კი ძვირფას საჩუქრებს იღებს, მათ შორის, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებისგან. საუბრობენ მის ქონებაზეც, რომელიც ანონიმურ და სანდო პირებზე აქვს გადაფორმებული, ოფიციალურად კი ის ფლობს მამაპაპისეულ სახლს დუშეთის რაიონის სოფელ ხორხში, სადაც ის ბოლოს შემოდგომისას ჩავიდა. 

შორენა თეთუაშვილზე საუბარს ბევრი ვერ ბედავს, პირად მიმოწერაში კი საპატრიარქოს თანამშრომელმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა P.S-ს განუცხადა, რომ შორენა და მისი "ოქროს თევზები" იმაზე მეტნი და ძლიერები არიან, ვიდრე ეს ჭყონდიდის მიტროპოლიტმა დაასახელა.

 

 

ავტორი: თეა ადეიშვილი

 

დღის ამბები