ადმიანები, რომელთა ცხოვრება რუსთავი2-მა შეცვალა. არხმა ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ერთ-ერთი იყო ცერცვაძეების ოჯახი. უკრაინაში დაკავებული ქართველი მებრძოლის მეუღლემ დაკავებული სამხედროს შესახებ ხალხს ხმა პირველად პოსტსკრიპტუმის საშუალებით მიაწვდინა.
22 ნოემბერს ყველამ გაიგო, როგორ გაუშვეს საქართველოს საზღვარზე ინტერპოლით ძებნილი სამხედრო, რომელიც უკრაინაში დააკავეს, რუსეთი კი მის გადაცემას ითხოვდა. ოჯახი ამბობს, რომ არც უნდათ იმაზე ფიქრი, სად იქნებოდა გია ცერცვაძე ახლა, მისი ამბავი რუსთავი2-ს რომ არ გაეშუქებინა.
პროტესტის ნიშნად გათიშული იყო რუსთავი2-ის ვებ გვერდიც, რომელზეც ხშირად იგებს ინფორმაციას თინა მახათაძე. თინას შესახებ რუსთავი2-ზე რეპორტაჟი 2 წლის წინ გავიდა, სტუდენტი რომელიც სწავლის ფულს მეეზოვედ მუშაობით აგროვებდა. მისი ოცნება ინსტიტუტის დამთავრება იყო. სიუჟეტის გასვლის შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც მას სწავლა დაუფინანსეს.
რუსთავი2-ის ეთერში გასული სიუჟეტების დახმარებით ადამიანებმა გაიგეს მათ შესახებ, ვისაც დახმარება სჭირდება. იყო შემთხვევებიც, როდესაც გადაცემა პროფილის საშუალებით დებმა დაკარგული ძმაც იპოვნეს. პროფილში გასულ სიუჟეტს უკავშირებს ცხოვრების შეცვლას უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი 4 შვილის დედა შორენა იუნენკოც.
ავტორი: გვანცა სუთიძე