რუსთავი2-ის და მისი მნიშვნელობის შესახებ ჟურნალისტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ. ისინი ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის არსებობის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აქვე აცხადებენ, რომ ამისთვის აუცილებელია რუსთავი2-ის ფუნქციონირება.
მათი უმეტესობა კოლეგების სოლიდარობაზე მიუთითებდნენ. ისინი ამბობენ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში აუცილებელია, რომ მედია იყოს მრავალფეროვანი.
მხარდასაჭერ აქციაზე იყო საქართველოს მოქალაქე ოლეგ პანფილოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, უკან, წარსულში დაბრუნების მცდელობაა.
ჟურნალისტები ამბობდნენ, რომ ახლა არ არის წინა ისტორიების გარჩევის და ძველი წყენების გახსენების დრო და იმის გარჩევა არ უნდა დადგეს დღის წესრიგში, თუ ვის როგორი სარედაქციო პოლიტიკა აქვს.
მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს არის ძალიან ფუნდამენტური საკითხი ქართული დემოკრატიის მშენებელობის პროცესში. ეს არის საკითხი, რომლის გარეშეც ნებისმიერი სახის ამბიციურ პროგრესზე ამ ქვეყანაში საუბარი ზედმეტი იქნება, იქნება ეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია თუ ა.შ. თუკი დაიკარგება ისეთი ფუნდამენტური ფასეულობა, როგორც არის სიტყვის თავისუფლება.
ავტორი: მიხეილ სესიაშვილი