სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, ზაალ უდუმაშვილი, ფიქრობს, რომ ხალხის ნებას წინ ვერაფერი დაუდგება, რადგან დღეს საზოგადოება აქციაზე საკუთარი მომავლისთვის იდგა.
ამ საკითხზე ზაალ უდუმაშილმა პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„მე დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ხალხის ნებას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. ათასობით ადამიანი იდგა დღეს რუსთაველზე მხოლოდ იმისთვის, რომ დაეცვა არა რუსთავი2 და ერთი კონკრეტული ტელევიზია, არამედ საკუთარი მომავალი. ეს იყო მთავარი გზავნილი დღეს ხელისუფლებისადმი. ყველა გამოვიდა თავისი ხვალინდელი დღის დასაცავად, რეალურად. ხალხის ხმა რუსთავი2-ში მუდმივად ისმის ყველა ჩვენს გადაცემაში, მაგრამ ასე ერთიანად ათასობით ადამიანის ხმა, ალბათ, ამ ბოლო წლების განმავლობაში, პირველად გაიგო ხელისუფლებამ,“ - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.
ის აცხადებს, რომ დღეს 2 საათის განმავლობაში რუსთაველზე გამოხატული საქართველოს მოსახლეობის მუხტი საკმარისი იყო იმისათვის, რათა ხალხის ხმა გაეგო მას, ვისაც უნდა გაეგო.
დღეს აქციაზე სიტყვით მხოლოდ რუსთავი2-ელები გამოვიდნენ.
„ჩვენ გვინდოდა კიდევ ერთხელ, რუთავი2-ის ხმა მიგვეწვდინა ხალხისათვის,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.