რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას მსოფლიო მედია ეხმაურება. სააგენტო REUTERS-ის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მხარდასაჭერად ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
ისინი ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესში სამართლიანი გადაწყვეტილების მოთხოვნით შეიკრიბნენ.
აქციის შესახებ ინფორმაციას euronews-იც ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ოპოზიცია და დამოუკიდებელი ექსპერტები ფიქრობენ, რომ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმების მცდელობაა.