01 ოქტომბერი 2024,   05:35
ვრცლად
ეზოს კედელი ჩამოინგრა კრწანისში

ეზოს კედელი ჩამოინგრა კრწანისში, ყავლაშვილის შესახვევის 3 ნომერში.
მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. საცხოვრებელი დროებით დატოვა ორმა ოჯახმა. კრწანისის გამგებლის განცხადებით, ეზოს კედელს მუნიციპალიტეტი აღადგენს და სახლსაც გაამაგრებს.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა მოსახლეობის დაუდევრობას მოჰყვა. გამგებლის განცხადებით, დაზიანებული საკანალიზაციო მილის გამო კედელს საძირკველი დაუზიანდა, რამაც ნგრევა გამოიწვია. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო და ყაზტრანსგაზ თბილისის წარმომაგდენლები. 

დღის ამბები