ხანძარი დედაქალაქის საკრებულოში. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სახურავზე გაჩნდა. შენობაში თანამშრომელთა ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებული იყო 15 ერთეული სახანძრო სამაშველო დანაყოფი.
საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. პირველადი ინფორმაციით, დამწვარია ტერიტორიის დაახლოებით 30 კვადრატული მეტრი.
ჯერჯერობით უცნობია ცეცხლის გაჩენის მიზეზი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.