„მნიშვნელოვანია დაცვის მხარეს მაქსიმალურად მოკლე დროში მიეცეს შესაძლებლობა, ისაუბროს იმ დეტალებზე, რომელიც საქმეშია, ეს განცხადება სახალხო დამცველმა მამა გიორგი მამალაძის საქმეზე გააკეთა.
უჩა ნანუაშვილის თქმით, საქმესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს.
„მიმაჩნია, რომ ეს თანასწორუფლებიანობა უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველყოფილი, რაც არ ხორციელდებოდა და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, კითხვის ნიშნები არის და ამაზე ალბათ გამოძიების პერიოდში საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ინფორმაცია მიიღოს,“- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი ბრალდებულს დღეს შეხვდება. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის გავრცელდება თუ არა ახალ ადვოკატზეც საქმის დეტალების გაუთქმელობის პირობა.