05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
"ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს" - ომბუდსმენი ე.წ. ციანიდის საქმეზე

საქართველოს სახალხო დამცველი, ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს და მთავარი პროკურორის გადადგომის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას ეხმაურება.

უჩა ნანუაშვილი ამბობს, რომ ის აღნიშნულ საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მიაჩნია, რომ პასუხისმგებლობა მომხდარზე უნდა აიღონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც დაკავებული დეკანოზ მამალაძის უფლებები დაარღვიეს.

მისივე თქმით, ეს პასუხისმგებლობა შეიძლება საჯარო ბოდიში ან დაშვებული შეცდომების ასევე საჯაროდ აღიარება იყოს.

„სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს განცხადებას თუ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. თუმცა, იმის გათვალისწინებთ რაც მოხდა, როდესაც პოლიტიკურმა ფიგურებმაც, ასევე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის კუთხითაც იყო სერიოზული გამოწვევები და მე ვფიქრობ, რომ როდესაც ასეთი არათანაბარი მდგომარეობა კვლავ გრძელდება ბრალდებასა და დაცვის მხარეს შორის ალბათ მნიშვნელოვანი იქნება, რომ გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. თუნდაც ეს პასუხისმგებლობა იყოს ბოდიშის მოხდის ან საჯაროდ იმ შეცდომების აღიარების, რომელიც ამ პროცესში დაშვებულ იქნა სხვადასხვა მხარეების მხრიდან,“ - განაცადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები