სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ Helios berlin bux-ის კლინიკა დატოვა. ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში მოემგზავრება.
პატრიარქს თბილისში 6 საათისთვის ელოდებიან. უწმინდესი თითქმის ორი კვირაა გერმანიაში იმყოფება.
მას ოპერაციამდე გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც გადაწყდა ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული ოპერაციის ჩატარება. ექიმების თქმით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.