03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
იტალიაში დაღუპული მოძღვრის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

მამა ილია კარტოზიას გადმოსვენების ხარჯებს, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო გაიღებს.

იტალიაში ბორანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი მამა ილია კარტოზიას გადმოსვენებასთან დაკავშირებული პროცედურები თითქმის დასრულებულია. იტალიაში საქართველოს ელჩის განცხადებით, ცხედარის გადმოსვენება მიმდინარე კვირაში იქნება შესაძლებელი.

მოლაპარაკებებში ჩართულია ადგილობრივი საპატრიარქო და სახელმწიფო უწყებები.

მამა ილია კარტოზია ადრიატიკის ზღვაში იმ ბორანზე იმყოფებოდა, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. გემზე 500-მდე ადამიანი იყო, მათ შორის საქართველოს 8 მოქალაქე. იტალიური მედიის ცნობით, მამა ილია კარტოზიამ ნავში თავისი ადგილი სხვას დაუთმო, თავად კი ცეცხლმოკიდებულ გემზე დარჩა და თავი გაწირა.

მამა ილიას გარდა, გემზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე უვნებელი გადარჩა.

ამავე თემაზე
დღის ამბები